„მეცში“ სამივე ქართველმა ითამაშა – მარცხი ავტოგოლებით

0
4

„მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში სახლში „ოსერთან“ 1:3 დამარცხდა.
გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ასევე სასტარტოში მოხვდა კიდევ ერთი გარემარბი გიორგი აბუაშვილი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-4 წუთზე „მეცის“ მცველმა სადიბუ სანემ ავტოგოლი გაიტანა. 76-ე წუთზე მასპინძლებიდენ თავის კარში ბურთი კიდევ ერთმა მცველმა მბულამ შეაგდო. 89-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დანომ გამოიჩინა. მასპინძლებიდან ერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მბალამ გაქვითა.
„მეცი“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი