რობერტო დე ზერბი „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
46 წლის იტალიელი სპეციალისტი „მარსელს“ 2024 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-2 ადგილი დაიკავა. ის თანამდებობიდან გასულ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-სთან სტუმრად 0:5 წაგების შემდეგ დაითხოვეს. ნახსენებ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
დე ზერბი „მარსელამდე“ იტალიის „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“ და „სასუოლოს“, ასევე დონეცკის „შახტარს“ და ინგლისის „ბრაიტონს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





