თბილისის „იბერიაში“ ბრაზილიელი გარემარბი ლუკას კაფე ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 22 წლის ფეხბურთელი გასულ წელს „ვანში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში სომხეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
კაფე 2023 წელს ბრაზილიის სერია B-ს ბინადარ „გრემიო ნოვორიზონტინოში“ ირიცხებოდა, მაგრამ პირველ გუნდში არ უთამაშია. მან 2024 და 2025 წლებში ბრაზილიის რანგით მეოთხე ლიგის „ბოავიშტასა“ და „ლიმერიაში“ გამოდიოდა, სადაც 31 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი





