ოსიყმაშვილი რუმინეთში ითამაშებს

0
2

ლევან ოსიყმაშვილი კარიერას „გლორია ბისტრიცაში“ განაგრძობს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კონტრაქტი რუმინეთის რანგით მეორე ლიგის კლუბთან გააფორმა. „გლორია ბისტრიცა“ 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
23 წლის ოსიყმაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ჩატარებულ 65 მატჩში 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ის ქუთაისის „ტორპედოში“, ისრაელის „ჰაპოელში“ და „გაგრაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი