გორის „დილამ“ ნიგერიელი ნახევარმცველი მალიკ ოლატუნჯი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 20 წლის ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგ ჩეხეთს მიაშურა და პრაღის „სლავიას“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ის „დილაში“ გადასვლამდე ნორვეგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „სარსპორგში“ ირიცხებოდა.
თურქეთში მყოფმა „დილამ“ მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ნორვეგიის „ტრომსო“ 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები ტრეი ფულერმა და გიორგი ჯალაღონიამ გაიტანა. ცნობისთვის, „დილამ“ პირველ სპარინგში ყირგიზეთის უმაღლესი ლიგის გუნდი „ბიშკეკ სითის“ 2:1 აჯობა.
ლაშა თაბაგარი





