ლოჩოშვილის ეფექტური გოლი გერმანიაში

0
10

ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
21-ე ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „პადერბორნს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში კლასმა გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. სამ წუთში მასპინძლების უპირატესობა ორამდე კურდამ გაზარდა. 51-ე წუთზე „ნიურნბერგს“ ლუბახი გაუძევეს.
75-ე წუთზე ილმაზმა აუტი პირდაპირ „პადერბორნის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი მარცხენა მახვილი კუთხიდან ახლო „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ნიურნბერგი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი