გოგლიჩიძის პირველი მატჩი „უოტფორდში“

0
28

საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონშფში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 31-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემტონს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო გოგლიჩიძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. იმავე წუთზე “საუთჰემტპონმა” კუთხური ჩააწოდა და ლარკინმა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი მეურვეობდა თავით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი „უდინეზემ“ „უოტფორდში“ ამ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„უოტფორდმა“ ბოლო 6 თამაშიდან 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო – 44 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი