ხამეს როდრიგესი MLS-ში ითამაშებს

0
11

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში განარგძობს. 34 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „მინესოტა იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ხელშეკრულებაში არის პუნქტი რომლის თანახმად შესაძლოა ფეხბურთელსა და კლუბს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის ბოლომდე გახანგრძლივეს.
გასული წლის იანვრიდან ხამესი მექსიკის „ლეონში“ თამაშობდა. მანამდე, ის პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ოლიმპიაკოსში“, „ალ-რაიანში“ და „სან პაულუში“ გამოდიოდა. მან „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
კოლუმბიელი 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის 2024 წელს კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი