ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში 8 თებერვალს შინ „მარსელთან“ გასამართ შეხვედრაში პსჟ-ს განაცხადში მოხვდეს. ამის შესახებ RMC Sport იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 28 იანვარს ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით მე-8 ტურში პარიზში „ნიუკასლთან“ (1:1) ჩატარებულ მატჩში კოჭი ელანგასთან ორთაბრძოლის დროს დაიზიანა და 22-ე წუთზე შეცვალეს.
საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დღევანდელი ვარჯიშის მერე გადაწყვეტს შეიყვანოს თუ არა კვარაცხელია „მარსელთან“ თამაშში განაცხადში.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





