გორის „დილა“ იტალიელი მთავარი მწვრთნელის დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.
გორელებმა პირველი ამხანაგური მატჩი ყირგიზეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ბიშკეკ სითისთან“ ჩაატარეს და 2:1 მოიგეს. „დილადან“ მეტოქის კარი კოფი ბოანსმა და დავით გოცირიძემ აიღეს. დიეგო ლონგოს გაწვრთნილები მომდევნო სპარინგს 11 თებერვალს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ კოვალიევკას „კოლოსთან“ გამართავენ.
ცნობისთვის. გასულ სეზონში „დილამ“ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





