ევროპა ლიგის პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ

0
19

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრა პლეი-ოფში გუნდები დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ დაწყვილდნენ.  კენჭისყრას საპატიო სტუმრის სტატუსით თურქეთის ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ილჰან მანსიზი დაესწრო. ცნობისთვის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც ევროპა ლიგას შემორჩა ბერძნული პაოკ-ის მეკარე ლუკა გუგეშაშვილია.
„დინამო“ (ზაგრები) – „გენკი“
„ბრანი“ (ნორვეგია) – „ბოლონია“
„ლუდოგორეცი“ (რაზგრადი) – „ფერენცვაროში“ (ბუდაპეშტი)
„სელტიკი“ (გლაზგო) – „შტუტგარტი“
„პანათინაიკოსი“ (ათენი) – „ვიქტორია პლზენი“
„ფენერბაჰჩე“ (სტამბოლი) – „ნოტინგემ ფორესტი“
პაოკი (სალონიკი) –„სელტა“ (ვიგო)
„ლილი“ – „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი)
პლეი-ოფის პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 26 თებერვალს.
ევროპა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში პირდაპირ თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „ლიონი“, „ასტონ ვილა“, „მიდტიულანდი“, „ბეტისი“, „პორტუ“, „ბრაგა“, „ფრაიბურგი“ და „რომა“.
ევროპა ლიგის ფინალი 20 მაისს სტამბოლში „ბეშიქთაშ არენაზე“ გაიმართება.
ლაშა თაბაგარი