პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ხვიჩა კვარაცხელიაა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში თანალიგელ “მონაკოს” დაუპირისპირდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომელსაც სპეციალური სტუმრის სტატუსით საფრანგეთის ეროვნული გუნდის და ლონდონის “არსენალის” ექსნახევარმცველი რობერ პირესი ესწრებოდა.
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “რეალი” (მადრიდი)
“ბოდო/გლიმტი” (ნორვეგია) – “ინტერი” (მილანი)
“მონაკო” – პსჟ
“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) – “ნიუკასლი”
“გალათასარაი” (სტამბოლი) – “იუვენტუსი” (ტურინი)
“ბრიუგე” – “ატლეტიკო” (მადრიდი)
“ბორუსია” (დორტმუნდი”) – “ატალანტა” (ბერგამო)
“ოლიმპიაკოსი” (პირეოსი) – “ბაიერი” (ლევერკუზენი)
პლეი-ოფის პირველი მატჩები 17-18 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 24-25 თებერვალს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში პირდაპირ თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში “პუშკაშ არენაზე” გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





