„სპორტინგი“ 1/8-ფინალშია – ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე

0
18

ლისაბონის „სპორტინგი“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს. ლიგის ფაზის დასკვნით მე-8 ტურში პორტუგალიის მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ 3:2 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის მე-3 წუთზე მასპინძლები სანსეტმა დააწინაურა, ხოლო მე-12 წუთზე დიომანდემ ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე „ატლეტიკი“ წინ გურუსეტამ გაიყვანა. 62-ე წუთზე ლისაბონელებიდან თავი ტრინაკომ გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პორტუგალიელებს ალისონ სანტოსმა მოაგებინა.
„სპორტინგმა“ 16 ქულით ლიგის ფაზის 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/8-ფინალში გავიდა. ქოჩორაშვილმა თავის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „ქაირათი“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 17 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 24 თებერვალს.
პლეი-ოფში 8 გუნდი განთესილია, რომლებიც პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:
რეალის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
ინტერის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატალანტას სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
ლევერკუზენის სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
8 გუნდი განუთესავია და პირველ მატჩებს ისინი შინ გამართავენ, ხოლო მათი სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ოლიმპიაკოსის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ბრიუგეს სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
გალათასარაის სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
მონაკოს სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ყარაბაღის სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ბოდო გლიმტის სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ბენფიკას სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ლაშა თაბაგარი