ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნითი მე-8 ტური უიღბლო აღმოჩნდა. პსჟ-მ თავის მოედანზე „ნიუკალთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს მე-20 წუთზე უკნიდან ფეხებში ელანგა ჩაუვარდა და კოჭი დაუზიანა. კვარაცხელიამ მოედანი ექიმების დახმარებით ისე დატოვა, რომ მარჯვენა ფეხს მიწაზე ვერ ადგამდა. მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კვარაცხელიას დაზიანება სერიოზული ჩანს, მაგრამ საბოლოო პასუხის გასაგებად სამედიცინო შემოწმებას უნდა დაელოდონ.
მატჩის მე-4 წუთზე „ნიუკასლის“ საჯარიმოში მარცხნიდან ბარკოლა შეიჭრა და მცველისგან ასხლეტილი ბურთი ჯერ მას მოხვდა მიბჯენილ ხელზე, ხოლო შემდეგ – ფრანგის ზურგსუკან მდგომ მილეის. მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ინგლისელ ფეხბურთელზე ხელით თამაში დააფიქსირა, რის გამო პენალტი დანიშნა. დემბელემ თერთმეტმეტრიანი კარგად ვერ შეასრულა და სტუმართა მეკარე პოუპმა ბურთი მოიგერია.
მე-8 წუთზე კვარაცხელიამ პარიზელთა შეტევა მარჯვენა ფლანგზე დაიწყო და მეტოქის ნახევარზე ყოფმა პასი ვიტინიას გაუკეთა, რომელმაც ფინტით ბარნი ჩამოიშორა, რის შემდეგ, დაახლოებით 18 მეტრიდან ანგარიში გახსნა – 1:0. 22-ე წუთზე ტრავმირებული კვარაცხელია დეზირე დუემ შეცვალა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ნიუკასლის“ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, პარიზელთა საჯარიმოში ვილოკმა თავით პასი გორდონს გაუკეთა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფაზის 36 გუნდში მე-11 ადგილი დაიკავა, შესაბამისად პარიზელები პირდაპირ 1/8-ფინალში ვერ გავიდნენ, სადაც მოსახვედრად პლეი-ოფში ითამაშებენ. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „ქაირათი“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 17 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 24 თებერვალს.
პლეი-ოფში 8 გუნდი განთესილია, რომლებიც პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:
რეალის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
ინტერის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატალანტას სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
ლევერკუზენის სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
8 გუნდი განუთესავია და პირველ მატჩებს ისინი შინ გამართავენ, ხოლო მათი სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ოლიმპიაკოსის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ბრიუგეს სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
გალათასარაის სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
მონაკოს სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ყარაბაღის სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ბოდო გლიმტის სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ბენფიკას სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
| 1. არსენალი | 8 | 8 | 0 | 0 | 23:4 | 24 |
| 2. ბაიერნი | 8 | 7 | 0 | 1 | 22:8 | 21 |
| 3. ლივერპული | 8 | 6 | 0 | 2 | 20:8 | 18 |
| 4. ტოტენჰემი | 8 | 5 | 2 | 1 | 17:7 | 17 |
| 5. ბარსელონა | 8 | 5 | 1 | 2 | 22:14 | 16 |
| 6. ჩელსი | 8 | 5 | 1 | 2 | 17:10 | 16 |
| 7. სპორტინგი | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 |
| 8. მან. სიტი | 8 | 5 | 1 | 2 | 15:9 | 16 |
| 9. რეალი | 8 | 5 | 0 | 3 | 21:12 | 15 |
| 10. ინტერი | 8 | 5 | 0 | 3 | 15:7 | 15 |
| 11. პსჟ | 8 | 4 | 2 | 2 | 21:11 | 14 |
| 12. ნიუკასლი | 8 | 4 | 2 | 2 | 17:7 | 14 |
| 13. იუვენტუსი | 8 | 3 | 4 | 1 | 14:10 | 13 |
| 14. ატლეტიკო | 8 | 4 | 1 | 3 | 17:15 | 13 |
| 15. ატალანტა | 8 | 4 | 1 | 3 | 10:10 | 13 |
| 16. ლევერკუზენი | 8 | 3 | 3 | 2 | 13:14 | 12 |
| 17. დორტმუნდი | 8 | 3 | 2 | 3 | 19:17 | 11 |
| 18. ოლიმპიაკოსი | 8 | 3 | 2 | 3 | 10:14 | 11 |
| 19. ბრიუგე | 8 | 3 | 1 | 4 | 15:17 | 10 |
| 20. გალათასარაი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:11 | 10 |
| 21. მონაკო | 8 | 2 | 4 | 2 | 8:14 | 10 |
| 22. ყარაბაღი | 8 | 3 | 1 | 4 | 13:21 | 10 |
| 23. ბოდო / გლიმტი | 8 | 2 | 3 | 3 | 14:15 | 9 |
| 24. ბენფიკა | 8 | 3 | 0 | 5 | 10:12 | 9 |
| 25. მარსელი | 8 | 3 | 0 | 5 | 11:14 | 9 |
| 26. პაფოსი | 8 | 2 | 3 | 3 | 8:11 | 9 |
| 27. სტ. ჟილუაზი | 8 | 3 | 0 | 5 | 8:17 | 9 |
| 28. პსვ | 8 | 2 | 2 | 4 | 16:16 | 8 |
| 29. ბილბაო | 8 | 2 | 2 | 4 | 9:14 | 8 |
| 30. ნაპოლი | 8 | 2 | 2 | 4 | 9:15 | 8 |
| 31. კოპენჰაგენი | 8 | 2 | 2 | 4 | 12:21 | 8 |
| 32. აიაქსი | 8 | 2 | 0 | 6 | 8:21 | 6 |
| 33. აინტრახტი | 8 | 1 | 1 | 6 | 10:21 | 4 |
| 34. სლავია | 8 | 0 | 3 | 5 | 5:19 | 3 |
| 35. ვილიარეალი | 8 | 0 | 1 | 7 | 5:18 | 1 |
| 36. კაირატი | 8 | 0 | 1 | 7 | 7:22 | 1 |
ლაშა თაბაგარი





