გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელიც „ვილიარეალს“ შარშან ზაფხულში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება დასრულდა. ესპანელებმა, რომელთაც 1/8-ფინალში მოხვედრის შანსი დიდი ხანია დაკარგეს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო მე-8 ტურში გასვლაზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლები ტილმანმა დააწინაურა, რომელმაც 35-ე წუთზე დუბლი შეასრულა. გერმანელებიდან მესამე გოლი გრიმალდომ გაიტანა. „ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მხოლოდ 1 ქულა აიღო და 36-გუნდიან ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. მიქაუტაძემ თავის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ: „მარსელი“, „პაფოსი“, „უნიონი“, პსვ, „ბილბაო“, „ნაპოლი“, „კოპენჰაგენი“, „აიაქსი“, „აინტრახტი“, „სლავია“, „ვილიარეალი“, „ქაირათი“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კენჭისყრა 30 იანვარს შედგება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 17 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 24 თებერვალს.
პლეი-ოფში 8 გუნდი განთესილია, რომლებიც პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:
რეალის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
ინტერის სავარაუდო მეტოქეები: ბენფიკა და ბოდო გლიმტი
პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეები: ყარაბაღი და მონაკო
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები: გალათასარაი და ბრიუგე
ატალანტას სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
ლევერკუზენის სავარაუდო მეტოქეები: ოლიმპიაკოსი და დორტმუნდი
8 გუნდი განუთესავია და პირველ მატჩებს ისინი შინ გამართავენ, ხოლო მათი სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ოლიმპიაკოსის სავარაუდო მეტოქეები: ლევერკუზენი და ატალანტა
ბრიუგეს სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
გალათასარაის სავარაუდო მეტოქეები: იუვენტუსი და ატლეტიკო
მონაკოს სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ყარაბაღის სავარაუდო მეტოქეები: ნიუკასლი და პსჟ
ბოდო გლიმტის სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ბენფიკას სავარაუდო მეტოქეები: რეალი და ინტერი
ლაშა თაბაგარი





