საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
28 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.
ავთანდილ ასათიანი: „ბიჭების შრომამ მოგვიტანა ის, რომ ხორვატიასთან ფრემ დაგვტოვა ბრძოლაში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. ძალიან კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ კარგია, რომ შანსი გვაქვს. ვეცდებით, ეს შანსი გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება. ფინალის ტოლფასი თამაში იქნება, რაც უკვე კარგია და უნდა ვეცადოთ, რომ წინა შრომა არ დაიკარგოს“.
ნიკოლოზ გაბრიჩიძე: „გუნდში დადებითი განწყობაა, საბრძოლველად ვართ მზად თითოეული ფეხბურთელი, გააზრებული გვაქვს, რა დონის და როგორი რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, ყველანი მზად ვართ. საფრანგეთი უძლიერესია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს, მაქსიმუმს ვეცდებით, დანარჩენს თამაში გამოაჩენს“.
ფრანგები 4 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. ლატვიის ნაკრები 3 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხორვატია 2 ქულით მესამეა, ხოლო საქართველო ერთი ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





