შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი შტეფან ლიხშტაინერი „ბაზელს“ გაწვრთნის. 42 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ცნობისთვის, „ბაზელთან“ მოქმედი კონტრაქტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტან გაბრიელ სიგუას აკავშირებს, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით „ლოზანაში“ ატარებს.
ლიხშტაინერმა მწვრთნელობა 2021 წელს დაიწყო, როდესაც შვეიცარიის 18-წლამდელთა ნაკრების თავკაცის თანაშემწედ დაინიშნა. ამის შემდეგ, ის „ბაზელის“ 16-წლამდელდა გუნდს ავარჯიშებდა და შვეიცარიის მე-4 ლიგაში მოასპარეზე „ვესტვილს“ ხელმძღვანელობდა.
კარიერის განმავლობაში ლიხშტაინერი „გრასჰოპერში“, „ლილში“, „იუვენტუსში“, „ლაციოში“, „არსენალში“ და „აუგსბურგში“ გამოდიოდა. მან შვეიცარიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 108 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




