პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლისაბონის „სპორტინგი“ სტუმრად „აროუკას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ამჯერად ლისაბონელთა განაცხადშიც ვერ მოხვდა. ფაქტია, რომ მისთვის ზაფხულში პორტუგალიურ გრანდში გადასვლა ჯერჯერობით წარუმატებელია, რადგან სათამაშო დრო ფაქტობრივად არ აქვს.
მატჩის 35-ე წუთზე ლისაბონელები კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა 35-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში ბარბერომ გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა და „სპორტინგს“ მოაგებინა.
ლისაბონელები 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილი არიან და 4 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „პორტუს“, რომელმაც ერთი მატჩი ნაკლებით ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





