„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გარეშე საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-20 ტურში სტუმრად „რეიმსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტრავმის მორჩენის შემდეგ, გუნდს ორშაბათს შეუერთდება. ცნობისთვის, დავითაშვილი, რომელსაც არაერთი კლუბი ეტაპიჟებოდა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფრანგული გუნდიდან არ წავა.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, მასპინძლებმა, რომლებიც 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გაიტანეს – თავი იბრაჰიმმა გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი“ 34 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 16-ჯეი ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





