„რუსთავში“ აფრიკელი თავდამსხმელი ჩაირიცხა

0
34

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „რუსთავში“ თავდამსხმელი მანუელ პამი ჩაირიცხა, რომელიც გვინეა-ბესაუდანაა. 26 წლის ფეხბურთელმა გასული წელი ფინეთის რანგით მეორე ლიგის „ლაჰტიში“ გამოდიოდა, სადაც 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე, ის პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის „ვარჟიმში“ და ლუქსემბურგის „დიფერანჟში“ გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ “რუსთავს” გია ცეცაძე ავარჯიშებს.
ლაშა თაბაგარი