ქოჩორაშვილი ახალი წლის პირველ მატჩში არ ათამაშეს

0
24

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელსაც გასული წლის ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად „ჟილ ვისენტესთან“ ჩატარებულ მატჩში ქულები დაკარგა – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არც შეცვლაზე ათამაშეს.
მატჩის 45-ე წუთზე ლისაბონელები კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა დააწინაურა. 79-ე წუთზე არბიტრმა სტუმართმა მცველი ინასიო უხეშობისთვის გააძევა. ამით „ჟილ ვისენტემ“ კარგად ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 42 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „პორტუს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი