ალისონის მე-100 მატჩი, მამარდაშვილი ისევ თადარიგში

0
18

„ლივერპულმა“, სადაც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ახალი წელი ფრით დაიწყო. ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში მერსისაიდელებმა „ლიდსი“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ისევ თადარიგში იყო და არ უთამაშია. სამაგიეროდ, ბრაზილიის  ნაკრების კარის დარაჯმა ალისონმა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.
ინგლისის მოქმედ ჩემპიონ „ლივერპულს“ პრემიერლიგაში მიჯრით 6 შეხვედრაა არ წაუგია (3 გამარჯვება და 3 ფრე) – 33 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი