ქოჩორაშვილმა წელი გამარჯვებით დაამთავრა

0
31

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში შინ „რიო ავეს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. კარგია, რომ წინა შეხვედრის მსგავსად მხოლოდ განაცხადში ყოფნა არ აკმარეს.
მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე არაუხომ მასპინძლების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მე-60 წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა, ერთ წუთში კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
ქოჩორაშვილმა, რომელიც „სპორტინგში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, პორტუგალიის ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან პორტუგალიის თასზე 2 მატჩი გამართა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთხელ იასპარეზა და საგოლე პასი შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 41 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი