ჩაკვეტაძემ ლესტერში მოიგო

0
2

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში სტუმრად „ლესტერს“ მინიმალური სხვაობა აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-7 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჯეიმსმა გახსნა. ტაიმის შუაწელში ჩაკვეტაძემ თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა და ძალიან კარგი პასი მისცა კიერუმგარდს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საპასუხო ბურთის გატანის სანსი ხელიდან გაუშვა. 45-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მაამამ გამოიჩინა, ხოლო 65-ე წუთზე „ლესტერის“ კარი პოლოკმა აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა 35 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი