მამუკელაშვილის პირველი ორმაგი სეზონში

0
27

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. “ტორონტომ” სტუმრად “ვაშინგტონთან” 117:138 წააგო, ქართველი ლეგიონერი კი ერთადერთი იყო მოედანზე, რომელმაც პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი ჩაიწერა.
სანდრომ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პარკეტზე 32:42 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, ერთი დაფარება დააგროვა. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი და ექვსიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. მამუმ 32 წუთში ბურთი ერთადერთხელ დაკარგა.
“ტორონტოს” რეგულარულ პირველობაზე 18 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა. “რეპტორზის” მომდევნო მეტოქე “გოლდენ სტეიტ უორიორზია”.