
მარკუს რაშფორდს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიეტედმა“ მიმდინარე სეზონის წინ „ბარსელონაში“ გაანათხოვრა, ესპანურ გრანდში დარჩენა სურს.
„ჩემი მომავალი? „ბარსაში“ დარჩენა მსურს და ეს ჩემი მიზანია. თუმცა, ეს არაა მთავარი მიზანი, რომლის გამო გულმოდგინეთ ვვარჯიშობ და ბოლომდე ვიხარჯები. მიზანი გამარჯვებაა. „ბარსელონა“ დიადი და საუცხოო კლუბია, რომელიც ტიტულების მოსაგებადაა შექმნილი“ – იუწყება ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
28 წლის რაშფორდმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




