კილიან მბაპე კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „რეალმა“ სახლში „სევილიას“ 2:0 აჯობა და მბაპემ 86-ე წუთზე პენალტი გაიტანა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 2025 წელს მეტოქეთა კარი 59-ჯერ აიღო. იმავე შედეგი რონალდუმ 2013 წელს აჩვენა. მბაპე გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 31 ბურთი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან მიმდინარე სეზონში თავი 18-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მიმდინარე წელს 27 წლის ფრანგმა ბოლო შეხვედრა ჩაატარა და პორტუგალის ეროვნული გუნდის კაპიტნის მიღწევას ვერ გააუმჯობესებს.
ლაშა თაბაგარი





