ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გოლი გაიტანა და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 5 ტიტული მოიპოვა. საკონტინენთაშორისო თასის დაუფლებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში, საფრანგეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ფინალში პსჟ კოპა ლიბერტადორესის თასის მფლობელ ბრაზილიის „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
მატჩის 38-ე წუთზე პსჟ-ს კონტრშეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ბრაზი;ლიელთა საჯარიმოში პასი დეზირუ დუემ გააკეთა და მეკარე როსი ბურთის დაჭერის დროს შეცდა, ხოლო კართან ახლოს მდგომ კვარაცხელიას ანგარიშ გახსნა არ გაჭირვებია – 1:0.
59-ე წუთზე მარკინიოსმა თავის საჯარიმოშ დეარასკაეტა წააქცია და არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ჟორჟინიომ გამოიყენა – 1:1. კვარაცხელია 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გამარჯვებული ვერ ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა.
პენალტების სერიაში პარიზელებმა 2:1 გაიმარჯვეს – რუსმა მეკარე მატვეი საფონოვმა ოთხი დარტყმული მოიგერია. კვარაცხელია ჩვენი ეროვნული გუნდის ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. კალაძემ ეს ტიტული „მილანის“ მაისურით მოიგო.
პსჟ-ს თავკაცი ლუის ენრიკე ფეხბურთის ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 6 ტიტული მოიპოვა. მანამდე, იმავე შედეგს პეპ გვარდიოლამ „ბარსელონაში“ მუშაობის დროს მიაღწია, ხოლო ჰანსი ფლიკმა – მიუნხენის „ბაიერნში“.
ლაშა თაბაგარი





