ბრენდან როჯერსი საუდის არაბეთის „ალ-კადიასიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახე ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ჩრდილოეთ ირლანდიელმა სპეციალისტმა ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
52 წლის როჯერსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გლაზგოს „სელტიკის“ თავკაცის თანამდებობიდან გადადგა. ის „სელტიკის“ თავკაცად მეორედ 2023 წელს დაინიშნა. მან განვლილ პერიოდში გუნდს ორ-ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა.
მანამდე, ის გლაზგოელებს 2016-2019 წლებში ავარჯიშებდა და ქვეყნის ჩემპიონატთან ერთა თასზე ორ-ორჯერ გაიმარჯვა, ხოლო სუპერთასზე – სამჯერ. გარდა ამისა, 52 წლის როჯერსი სამწვრთნელო კარიერაში „უოტფორდს“, „რედინგს“, „სუონსის“ და „ლივერპულს“ ხელმძღვანელობდა.
მან „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგის ვერცხლის მედლები მოიპოვა. როჯერსის ხელმძღვანელობით მერსისადელებმა სეზონში 101 გოლი გაიტანეს, რაც საკლუბო რეკორდია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით „ლესტერმა“ 2021 წელს ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





