კომპანი ბელგიაში საუკეთესოდ აღიარეს

0
2

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ვენსან კომპანი ბელგიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლეგენდარულუი რაიმონდ გუტალსის სახელობის პრიზისთვის ბრძოლაში ბელგიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ექსკაპიტანმა ნიკი ჰაიენს („ბრიუგე“) და სებასტიან პოკონიოლის („მონაკო“) აჯობა.
39 წლის კომპანი „ბაიერნს“ სათავეში 2024 წლის მაისში ჩაუდგა და თავის სადებიუტო სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა მოაგებინა. მიმდინარე სეზონში მიუნხენელები 14 ტურში მოპოვებული 38 ქულით პირველ ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი