მარესკას „ჩელსიდან“ გაშვება ემუქრება

0
3

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ენცო მარესკას დათხოვნას გეგმავენ. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონელები „ბარსელონას“ ექსთავკაც ხავის ელაპარაკებიან.
45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისის პრემიერლიგაში „ევერტონთან“ გამარჯვების შემდეგ, რეზონანსული ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ „ჩელსის“ ხელმძვანელები მას და კლუბს მხარს არ უჭერენ.
მარესკა „ჩელსის“ 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს და გასულ სეზონში გუნდს უეფას კონფერენს ლიგის გარდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
2023-2024 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ლესტერი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა. მანამდე, ის „პარმას“ თავკაცობდა. გარდა ამისა, მარესკა „ასკოლიში“, „სევილიაში“, „ვესტ ჰემში“ და „მანჩესტერ სიტიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ასევე, იგი „სიტის“ 23-წლამდელთა გუნდს უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი