ტყიბულის „მეშახტე“დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველად რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ექსნახევარმცველის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი თამაში შინ „თელავთან“ 1:1 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგო.
თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის 31-ე წუთზე თელაველთა კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ კარგი დიაგონალური პასი მისცა შეტევაში ჩართულ მცველ ფირუზ გაბიტაშვილს, რომელის სტუმართა საჯარიმოში ზაზა გაბიტაშვილმა წააქცია და მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. ესპანელმა ინიგო მარტინესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.
74-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გიორგი ბურდულმა ზუსტად გადააწოდა ბურთი განელ ნახევარმცველ ემანულე ფობის, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 103-ე წუთზე „თელავი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ნახევარმცველმა ანდრია დევდარიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. გამარჯვებული ვერ დამატებითმა დრომ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „მეშახტემ“ 4:2 მოიგო. ტყიბულელთა მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
თამაშის დასრულების შემდეგ, ტყიბულელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც სტადიონზე მრავლად იყვნენ გუნდი წარმატება ფოიერვერკით აღნიშნეს, ხოლო შემდეგ მოედანზე გადავიდნენ და ფეხბურთელებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურება ასე მიულოცეს.
ლაშა თაბაგარი





