„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. მე-16 ტურში ნიურნბერგელები სტუმრად გათამაშების ლიდერ გელზენკირხენის „შალკეს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 52-ე წუთზე ბეკერმა დააწინაურა და ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როდესაც შეტევაში ჩართული მეკარე ლორის კარიუსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი ვერ ააცილა.
„ნიურნბერგმა“ ბოლო სამი თამაშიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა – 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





