კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბიშვილი იცავს, კონფერენს ლიგის ფაზის მე-5 ტურში პრაღის „სპარტა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 38-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო პენალტი ვერ გამოიყენა – ძლიერად დარტყმული ბურთი კარს გადაცილა. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.
პრაღელები 50-ე წუთზე რაჰმანიმ დააწინაურა, ხოლო რუმინელებიდან საპასუხო ბურთი 79-ე წუთზე ნსიმბამ გაიტანა. 89-ე წუთზე „სპარტადან“ საბოლოო ანგარიში რუნესმა დააფიქსირა.
„უნივერსიტატიას“ 7 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილზეა. კრაიოველები მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს სტუმრად ათენის აეკ-თან ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





