უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-5 ტურში გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანი“ გასვლაზე ალბანეთის „შკენდიას“ შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე სომეხმა გარემარბმა ბარსეგიანმა შეცვალა. შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმართა მცველმა ბაირიჩმა ავტოგოლი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ალბანელებიდან თავი სპახიუმ გამოიჩინა.
„სლოვანმა“ მიმდინარე გათამაშებაში ერთი შეხვედრა მოიგო და 3 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 32-ე ადგილზეა. სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს სახლში შვედეთის “ჰაკენთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





