ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, გამოჯანმრთელდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში სტუმრად „დიუნკერკთან“ მინიმალური ანგარიშით წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა და მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მას ყველაზე ხელსაყრელი საგოლე მომენტი მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში ჰქონდა, როდესაც ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
24 წლის დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ მაისურით ლიგა 2-ში 14-ჯერ ითამაშა და 6 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. „სენტ-ეტიენი“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





