ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
მე-17 ტურში მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ გასვლაზე „კოშიცეს“ დაუპირისპირდა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები 43-ე წუთზე კრივაკმა დაწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე ბრატისლაველთა კარი რეჰუსმა აიღო. მიმდირე სეზონში „სლოვანმა“ მესამე თამაში წააგო და 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





