საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის მე-5 ტურში შინ ლიდერ ესპანეთთან 0:4 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
გიორგი მამარდაშვილი: “ძალიან რთული თამაში იყო. ესპანეთი ჯგუფის ფავორიტი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სამწუხაროდ, სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა. ბულგარეთთან სტუმრად რთულ თამაშს ველოდებით და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ”.
საქართველოს ნაკრები, რომელიც 3 ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო თამაშს 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს. იმავე დღეს ჯგუფის ლიდერი ესპანეთი (15 ქულ) მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (12 ქულა) უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





