საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „თელავი“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი გიორგი გვასალიას მიუვიდა, რომელმაც მკერდით დაამუშავა, რის შემდეგ ანგარიში გახსნა – 1:0.
30-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი თორნიკე მორჩილაძე მცველ ალეკო ანანიძეს გაცდა და „დინამო“ კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
51-ე წუთზე ნიკა ნინუამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თელაველთა კარი აიღო – 3:0.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 51 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 დგილზეა და 2 ქულით ასწრებს ქუთაისის „ტორპედოს“, რომელიც ხვალ ითამაშებს. ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავი“ ბოლოსწინაა.
დინამო თბ 3:0 თელავი
ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნის წყალტუბოს “სამგურალი” შინ “გაგრას” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 66-ე წუთზე განელმა რიჩმონდ ადეიეიმ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ გიორგი ხარებაშვილს, რომელმაც ბურთი მიიღო და კარში გადაგზავნა – 0:1. 86-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან დემურ ჩიხლაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ, რუსმა მეკარე არსენ სიუკაევმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია, ხოლო გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. “სამბურალი” 39 ქულით მეხუთეა, სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი “გაგრა” კი 37 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 1:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი





