გიორგი გაგუამ, რომელიც „დუნაისკა სტრედას“ ზაფხულში შეუერთდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მანამდე, მან თავი თასზე ჩატარებულ შეხვედრაში გამოიჩინა.
მე-13 ტურში „დუნაისკ სტრედამ“ თავის მოედანზე „კოშიცე“ 3:1 დაამარცხა. მასპინძლებში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გაგუამ მოედანზე 89 წუთი დაჰყო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 62-ე წუთზე მეტოქის კარის შორეულ ძელთან მდგომმა ბურთი თავით კარში გადაგზავნა. მან შედეგიანად ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმოქმედა – მანამდე ორ თამაშში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „დუნაისკა სტრედა“ 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





