„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ინგლისის პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მე-10 ტურში მერსისაიდელებმა შინ ბირმინგების „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
მე-19 წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან მეტი კეშის დარტყმის შემდეგ, ბურთი ფეხზე ვან დეიკს შეეხო და „ცხრიანში“ წავიდა, მაგრამ მამარდაშვილმა საუცხოო ნახტომში მოიგერია. 21-ე წუთზე 20 მეტრიდან „ლივერპულის“ კარს მორგან როჯერსი დაემუქრა და დამაჯერებლად ისევ გიორგიმ ითამაშა.
„ლივერპულიდან“ პირველ ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში სალაჰმა გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე ბირმინგემელთა კარი გრავენბერხმა აიღო. „ლივერპული“ 18 ქულით 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





