ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „რედ სტართან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, საჯარიმო დარტყმიდან ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაგდო. მან ბოლო 5 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





