„იუვენტუსს“ ლუჩანო სპალეტი გაწვრთნის

0
18

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 66 წლის სპეციალისტმა ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა. 66 წლის სპალეტიმ ტურინელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის 2023-2025 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდში მუშაობდა. მანამდე, სპალეტი „ანკონას“, „ვენეციას“, „ემპოლის“, „სამპდორიას“. „უდინეზეს“, „ზენიტს“, „რომას“, „ინტერს“ და „ნაპოლის“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი