
პსჟ-ს თავდამსხმელი დეზირე დუე ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული გრანდის პრესსამსახური იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიგა 1-ის მე-10 ტურში სტუმრად „ლორიანთან“ (1:1) მატჩში ბარძაყის უკანა ორთავა კუნთი დაიზიანა. მიმდინარე სეზონში დუემ ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




