საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი ფინალისტი გორის „დილაა.
1/2-ფინალში იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გორელები სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და დამატებით დროში გაიმარჯვეს.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის ძალიან მძიმე საფარზე ჩატარებული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. დამატებითი დრო დაინიშნა და განელმა თავდამსხმელმა ემანუელ ბოანსიმ დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
122-ე წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს შოთა შეყილაძემ მოედნის ცენრიდან ბურთიანად ირბინა და ერთ მცველს გაექცა, რის შემდეგ, საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:2. გორელები 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ თასის ფინალში პირველად ითამაშებენ. მაშინ, მათ „ზესტაფონი“ 4:1 დაამარცხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „დილას“ და „სამტრედიას“ ფეხბურთელების ერთმანეთში შეკამათდნენ. მათ დასაშოშმინებლად საქმეში გუნდების მწვრთნელები და წარმომადგენლები ჩაერივნენ. მასპინძლებიდან განსაკუთრებით მეკარე ბექა ქურდაძე აქტიურობდა. საბოლოოდ, მხარეები დაწყანრდნენ და ბოლოს სამტრედიელთა კაპიტანი ლევან კაკუბავა ლონგოსთან განიხილავდა რაღაც ეპიზოდს. თასის მეორე ფინალისტის ვინაობა ხვალ თბილისში ადგილობრივ „იბერიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის შეხვედრაში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი





