წიტაიშვილის და აბუაშვილის პირველი გამარჯვება ლიგა 1-ში

0
10

„მეცმა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი თამაში მოიგო. მეცელები სახლში „ლანსს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ წიტაიშვილი იყო, რომელიც 81-ე წუთზე აბუაშვილმა შეცვალა. მატჩის 87-ე წუთზე ენმა პენალტიდან ანგარიში გახსნა. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დუბლი შეასრულა. თუმცა, ერთ წუთში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. “მეცი” 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი