„უდინეზეს“ მცველ საბა გოგლიჩიძისთვის იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩატარებული მატჩი ძალიან უიღბლო აღმოჩნდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა თავის საჯარიმოში ვლახოვიჩი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად გამოიყენა. ამის შემდეგ, ქართველი მცველი მეტოქის კარს ორჯერ დაემექრა – ჯერ სტანდარტულის დროს საჯარიმოში ჩასულმა თავით დაარტყა სახიფათოდ და მეკარემ ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში ძანიოლომ გაათანაბრა.
67-ე წუთზე კამბიასომ მარჯვენა ფლანგიდან უდინელთა საჯარიმოში ჩააწოდა და გატიმ საჰაერო ორთაბრძოლა გოგლიჩიძეს მოუგო, რის შემდეგ თავისი გუნდი წინ გაიყვანა – 2:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გოგლიჩიძემ თავის საჯარიმოში ილდიზი წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად თავად თურქმა გარდასახა.
„უდინეზე“ 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





