ლუკა გაგნიძემ „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ, პირველი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის თასის 1/64-ფინალში გრანადელებმა სტუმრად მე-5 ლიგის „როდა“ 5:1 გაანადგურეს, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანმა სასტარტოში პირველად ითამაშა და არ შეუცვლიათ.
41-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, მეტოქის ნახევარზე მყოფმა ქართველმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი როდელასს მისცა, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. 51-ე წუთზე გაგნიძემ „როდას“ მეკარის მოგერიებული ბურთი ჩაჭრა და საჯარიმოში შესული ფინტით ერთ მცველს გაცდა, ხოლო იქვე მყოფმა პასკუალმა ზუსტად დაარტყა – 0:3. მანამდე, პასკუალმა მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. „კადისიდან“ თავი ასევე ჰორმიგომ, კასადესუსმა და სილამ გამოიჩინეს, ხოლო მასპინძლებიდან პრესტიჟის ბურთი აგუდომ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




