„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში „ენტელა“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.
34-ე წუთზე კვერნაძემ მოედნის ცენტრიდან განახორციელა რეიდი, რომლსი დროს სამ მეტოქეს გაცდა, მაგრამ კარში არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ათ წუთში სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ქართველი ერთ მცველ გაცდა და დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და ისევ მას დაუბრუნდა, ხოლო ამჯერად საჯარიმოს გარედან მიზანში კვლავ ვერ მოახვედრა. 71-ე წუთზე კვერნაძემ „ენტელას“ საჯარიმოში იცევ მარცხნიდან შევიდა და მცველს გაექცა, რის შემდეგ ახლო კუთხეში დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია.
ლაშა თაბაგარი




