„რეინჯერსი“ გერმანელმა ჩაიბარა

0
16

„გლაზგო რეინჯერსს“ დანი რელი გაწვრთნის. 36 წლის გერმანელმა სპეციალისტმა შოტლანდიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. მან რასელ მარტინი შეცვალა, რომელიც 6 ოქტომბერს დაითხივეს.
მანამდე, რელი „ბაიერნის“, „ლაიფციგის“, „საუთჰემპტონის“ და გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ის 2023-2025 წლებში „შეფილდ უენსდეის“ ხელმძღვანელობდა.
„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი